ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმა ღიად უნდა ისაუბროს წუხილებზე, რადგან ერთმანეთის დამშვიდებით კრიზისს ვერ დავძლევთ. მან ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.
მისი შეფასებით, მოჩვენებითი სტაბილურობა კიდევ უფრო მძიმე შედეგს მოუტანს ბიზნესს.
