“მოყვანილი ფაქტებიდან არცერთია სწორი, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა” – ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე პასუხობს მმართველი გუნდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ წყალტუბოში მმართველი პარტიის წევრის გარდაცვალებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს და ტვ პირველთან ამბობს, რომ კაცი, ვისაც გივი მიქანაძემ დღეს ხელი დაადო, პარტიის წევრი არ არის.
“პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. სიძულვილი, ძალადობა, ბოროტება – ამ ყველაფრის წყარო არის , რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მხოლოდ სიძულვილს აფრქვევს ტელევიზიებიდან. თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტებიდან არცერთი არ არის სწორი, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ყველა დანარჩენი თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტი არის დამახინჯებული ტყუილი და აქაც ცდილობთ, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოთ რაც არაერთხელ გამოუყენებია ამ ხელისუფლებას. თქვენს ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს და ასეთი მდარე ხარისხის პროპაგანდისტული სამარცხვინო პასაჟების გაკეთება არ არის სერიოზული. ამ ქვეყანაში სიძულვილის წყარო არის ”, – აცხადებს ხაბეიშვილი
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ მათი პარტიის წევრი პოლიტიკური ნიშნით დაწყებული კამათის შედეგად გარდაიცვალა.
გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ წყალტუბოში ერმილე გიგიაძე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც “ენმ-ის წარმომადგენელი “ოცნების” ოფისში მივარდა, გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ნერვიულობის ფონზე ადგილზევე გარდაიცვალა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე