„მოქმედების დროა” – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მშვიდობაზე რუსეთის უარის შესახებ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ს საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებისა და უკრაინის დახმარების გაფართოებისკენ, რათა რუსეთს მშვიდობის დამყარება აიძულონ.
ამჯერად, ამ მოწოდების საფუძველია 100 დღე, რომელიც გავიდა უკრაინის მიერ -ის სამშვიდობო წინადადების მიღებიდან.
დღეს, 19 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ზუსტად 100 დღე გავიდა, რაც მ უპირობოდ მიიღო აშშ-ის სამშვიდობო წინადადება ცეცხლის სრულად შეწყვეტის და რეალური სამშვიდობო პროცესის ფარგლებში წინსვლის შესახებ.
„ზუსტად 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარყო მშვიდობისკენ ეს ძირითადი პირველი ნაბიჯი. რუსული მანიპულაციების და ომის შეწყვეტის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების 100 დღე. 100 დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტერორს აძლიერებს მისი დასრულების ნაცვლად“, – წერს სიბიჰა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინა კვლავაც მშვიდობის ერთგულია, რუსეთი კი, სამწუხაროდ, ისევ ომს ირჩევს და მის მიერ იგნორირებულია მკვლელობების შესაწყვეტად ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა. სიბიჰა ხაზს უსვამს, რომ დროა მოქმედების და იმის, რომ რუსეთს მშვიდობა აიძულონ.
უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
უკრაინამ ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტა მოითხოვა რუსეთთან თურქეთის ქალაქ სტამბოლში 16 მაისს და 2 ივნისს გამართულ მოლაპარაკებებზეც. ორი რაუნდის შედეგად მხარეები მხოლოდ ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
2 ივნისს მოსკოვის დელეგაციამ სტამბოლში წარადგინა მოთხოვნების ამსახველი მემორანდუმი. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან. უკრაინის ეს ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.
უკრაინა თავისი ტერიტორიების დათმობაზე უარს აცხადებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს

პრემიერი – როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა