მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მგზავრი მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, რის გამოც საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო.