მოქალაქე დიმიტრი სამხარაძის გიორგი მუმლაძის ცემაში მონაწილეობის მამხილებელ ინფორმაციას აქვეყნებს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში მოქალაქის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვინმე გურამ დგებუაძემ ენმ-ის წევრზე, ზე თავდასხმის ვიდეო დადო, “რომელიც თავდამსხმელების მიერ იყო გადაღებული”. მას შემდეგ, რაც ვიდეოს კომენტარებში მოქალაქემ იკითხა, საიდან ჰქონდა დგებუაძეს აღნიშნული ვიდეო, მას უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ მისწერა: “შენს დედას მოვ**ნავ”.
“წუთით ვითხოვ თქვენს ყურადღებას. გიორგი მუმლაძეზე თავდასხმის ვიდეო დადო ვინმე გურამ დგებუაძემ, რომელიც თავდამსხმელების მიერ იყო გადაღებული, სადაც შეურაცხმყოფლად და გინებებით მოიხსენიებდნენ გიორგის. თავიდან ვკითხე: საიდან გაქვს ეს ვიდეო მეთქი?! შემდეგ წამოვიდა გინებების ნიაღვარი და ვუპასუხე.
სულ რამდენიმე წუთში ამ გინებას მწერს რუსის მონა, ნაძირალა, ზონდერ პარლამენტარი დიტო სამხარაძე და პასუხის გაცემამდე მბლოკავს. შესაბამისად, დგებუაძის გვერდსაც თავად მართავს ეს…”. – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.