“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს – რა შეფასებებია კეთდება კანონმდებლებისგან

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს. საკითხს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ. სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის თანხის გაცემა ეკრძალებათ.
მმართველი გუნდი ცვლილებას, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილად აფასებს, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
“ოპოზიციისგან რაც გვესმის, ეს არის კრიტიკა ზოგადი საკითხის, არანაირ დეტალურ და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებულ საკითხებზე ისინი არ საუბრობენ. რა თქმა უნდა, კენჭისყრაზე გავა და მივიღებთ, რადგან აღნიშნული ინიციატივა გამომდინარეობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა.
თავის მხრივ, კრიტიკულია ოპოზიცია. რომან გოცირიძის შეფასებით, აღნიშნული კანონი მორგებულია “ცუდ და მოძალადე მთავრობაზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ციხის ოთხმა კედელმა კიდევ უფრო გაუმძაფრა გირჩ ჯაფარიძეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ზიზღი. ციხიდან გამოგზავნილ მის წერილს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მისამართით, მე შევაფასებდი, როგორც საკუთარი უსუსურობით გაბოროტებულ და შეუმდგარი კაცის ნაჯღაბნს