მოქალაქეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილმა მოქალაქეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ისინი ტრანსპარანტებითა და შეძახილებით სხედან საავტომობილო გზაზე.
თავდაპირველად, პოლიცია მათ არ აძლევდა გზის გადაკეტვის საშუალებას. თუმცა, მას შემდეგ რაც მოქალაქეთა რაოდენობა ადგილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, პოლიცია დემონსტრანტები აღარ შეეწინააღმდეგა.
პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა უკვე გადაკეტეს რუსთაველის გამზირიც. პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი იკრიბება იუსტიციის სახლთანაც.
უკვე მეორე კვირაა, მოქალაქეები უწყვეტ აქციებს მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ. შეკრების ძირითადი ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა, პერიოდულად იმართება მსვლელობები სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რამდენჯერმე გადაკეტეს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც.
რუსული კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით 1-ელ მაისს მიიღო. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონს მესამე მოსმენით დაახლოებით 2 კვირაში მიიღებენ, 4 კვირაში კი დაძლევენ პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც