მოქალაქეები 22:00-8:00 პერიოდში საათობრივი პარკირების მოქმედების გაუქმებას ითხოვენ

მოქალაქეთა ჯგუფი დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში და უქმე დღეებში საათობრივი პარკირების მოქმედების გაუქმებას ითხოვს. ამ მიზნით ისინი შესაბამისი პეტიციის შექმნას გეგმავენ. ამის შესახებ მოქალაქე ნუგზარ ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში წერს,
„22დან დილის 8 საათამდე, აგრეთვე უქმე დღეებში გაუქმდეს საათობრივი პარკირების მოქმედება, ხოლო მანქანის ევაკუაცია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აშკარად და დადასტურებულად აფერხებს საგზაო მოძრაობას, ან დგას შშმ პირების სადგომზე,“- ნათქვამია მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ძებისაშვილი: ეკონომიკური ვარდნის დასაბალანსებლად და ფულადი მასის შემოტანის მიზნით, როგორც ჩანს დაგეგმილია ათი თასობით მდიდარი არაბის ჩამოსახლება სპარსეთი ყურის სახელმწიფოებიდან (ჩინეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც, რატომაც არა)