მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ხმლით ასპარეზობაში სანდრომ 1/16 ფინალში მექსიკელი ხიბრან სეასი დაამარცხა.
მეოთხედფინალში გასასვლელად ბაზაძე ეგვიპტელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
ზაფხულის თამაშებზე სანდრო ბაზაძე მესამედ გამოვიდა. მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავე ტურნირზე ფავორიტის სტატუსით ჩავიდა.
პარიზში ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა.