„მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს თუ კომპრომისზე წავალთ?“ — ლანდსბერგისი

„მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს და აირჩევს იმედს? თუ უკუვაგდებთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ?“ — კითხულობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
ლანდსბერგისმა საკუთარი მოსაზრება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ X-ზე გამოაქვეყნა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსაზრება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის გაკეთილშობილება შეუძლებელია.
„ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, როგორც ჩანს, არ არის გამჭვირვალობის შესახებ. უფრო დიდი ალბათობით, მისი მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების გამორჩევა და მათი იძულება, დამორჩილდნენ. ისინი, რომლებიც იქნებიან [კანონის] სამიზნე, ძირითადად ევროკავშირისა და -ის მიერ ფინანსდებიან. ანტიდემოკრატიული სულისკვეთებით დაწერილი კანონის გამოსწორება შეუძლებელია. ბევრი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი გადაწერა იქნება მხოლოდ საფარველი, რომელიც მთავრობას მაინც დატოვებს ინსტრუმენტებს, დაიწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების შეზღუდვა“, — წერს ლანდსბერგისი.
ის ვარაუდობს, რომ კანონი, ამოქმედების შემთხვევაში, განვითარდება ისე, როგორც რუსეთში.
„კანონის არსებობის შემდეგ ადვილია მასში დამატებების შეტანა. ეს მოლიპული დაღმართია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო სივრცის სრული კონტროლი“, — აცხადებს ლანდსბერგისი.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობასთან შეხვედრებზე მოვისმინე მტკიცება, რომ კანონი შეამცირებს პოლარიზაციას.
„სინამდვილეში, ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით მან შეიძლება გაანადგუროს დემოკრატია. პოლარიზაცია შეიძლება დაიძლიოს მხოლოდ დიალოგითა და ინკლუზიურობით, რასაც დემოკრატია იძლევა. ავტოკრატიის არჩევით საქართველო სხვა გეოპოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს. ორ სკამზე ჯდომა არ შეიძლება. ევროპისკენ გზას ცალი ფეხით მოსკოვში ვერ გაივლი“, — წერს გაბრიულიუს ლანდსბერგისი.
კიდევ ერთი დიდი შეშფოთების საგანი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ორგანიზებული შევიწროებისა და დაშინების კამპანია.
„ეს უნდა შეწყდეს და ორგანიზატორები დაისაჯონ. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ორიენტირებული ვართ კანონზე და დაშინებაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წელი საარჩევნო წელია. მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ლიეტუვაში ვბრუნდები შეშფოთებული, რომ შესაძლოა საქართველოს ევროპული მომავალი — გატაცებული და ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა დარღვეულ იქნას. მაგრამ ვხედავ, რომ იმედი ცოცხალია. ეს არის ქუჩებში და ყველა იმ ადამიანის გულებში, ვისაც შევხვდით პარლამენტის გარეთ“, — აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაზე და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორდის გილფადოტირი საქართველოში 15 მაისის გამთენიისას ჩამოვიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს „რუსული კანონის“ გაუქმებისკენ. ისინი იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზეც რუსთაველზე, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, 14 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა რუსული კანონი.
კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
რუსული კანონის ხელახალმა ინიციირებამ გამოიწვია უწყვეტი მრავალათასიანი პროტესტი თბილისის ქუჩებში. „ქართული ოცნებას“ მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიუთითებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში პრემიერ-მინისტრმა მ მზადყოფნა გამოთქვა, პრეზიდენტის ვეტოში ასახონ ვენეციის კომისიის დასკვნა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ვეტოს დადებით არ შევიდოდა ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. რუსული კანონის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან ვეტოს ფარგლებში შესაძლო გამოსავლის პოვნაზე მიანიშნეს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩ ს თქმით, ყველაზე
საუკეთესო გამოსავალი კანონპროექტის საერთოდ გაუქმებაა, სხვა შემთხვევაში კი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან სატელეფონო საუბრების შემდეგ „ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილების მოსაგვარებლად“ საუკეთესო გზის მოძებნაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის თქმით, „ვეტო იქნება იურიდიულად და ტექნიკურად გამართული“, ამავდროულად, „ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების რამე შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება“. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელთანაც, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თანამშრომლობს, ვენეციის კომისიაა. ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონზე მომავალ კვირას უნდა გამოქვეყნდეს.
ამ თემაზე:
როგორია ვეტოს პროცედურა და როგორ მოიქცევა პრეზიდენტი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”