“მოურინიო ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე… მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო…” – შოთა არველაძემ “რომასა” და “ნაპოლის” მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა
Youtub-ზე გადაცემა “ორშაბათობა”-ს სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო ისტორიები მოჰყვა.
ის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალის წინ ჟოზე მოურინიოს შეხვდა და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონფლიქტის ამბავზე დაეკითხა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი “რომას” თავკაცობდა და “ნაპოლისთან” შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, მასსა და ქართველ ფეხბურთელს შორის დაძაბული საუბარი შედგა.
“მოურინიოს ხვიჩაზე ვკითხე… ვუთხარი, შენ სულ მოგწონს ვიღაცის თამაშიდან გამოთიშვა-მეთქი. მიპასუხა, რამდენიმეჯერ ისე დაეცა, გაფორმება სცადაო და ამიტომ კვარაცხელიას ვუთხარი, შენ ამისთვის ძაან დიდი ხარო.
ჟოზეს ვუთხარი, მთელი საქართველო იწყებდა გინებას, სანამ ხვიჩას
ლოყებზე მოფერება არ დაუწყეო”, – თქვა არველაძემ.