მოურინიოს შემდეგ თურქეთის ჩემპიონატში შესაძლოა, სოლსკიაერიც გადაბარგდეს

the Mirror-ის ინფორმაციით, თურქეთის სუპერ ლიგის ბინადარი “ბეშიქთაში” “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავკაც ოლე გუნარ სოლსკიაერს მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობს.
სტამბოლელებს ეს 2023 წლის დეკემბერშიც სურდათ, თუმცა მაშინ ნორვეგიელისგან უარი მიიღო.
სოლსკიაერი 2021 წლის მერე, მას შემდეგ რაც “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დაითხოვეს, უმუშევარია. შეგახსენებთ, რომ თურქეთის ჩემპიონატში ახლახანს ლეგენდარული ჟოზე მოურინიოც გადაბარგდა, რომელმაც “ფენერბაჰჩე” ჩაიბარა.