მოურინიოს მორიგი ახალწვეული – სერბი “ფენერბაჰჩეში” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი კარიერის, მინიმუმ, 1 წელს სტამბოლის “ფენერბაჰჩეში” გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია “ფენერის” ვებგვერდზე გავრცელდა.
31 წლის სერბი “ბებერი სენიორას” რიგებში 2022 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში მონაწილეობა 87 მატჩში მიიღო, 3 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა. კოსტიჩსა და “იუვეს” მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებთ, “ფენერბაჰჩეში” კი ფილიპი 1-წლიანი იჯარით გადავა, თუმცა სტამბოლელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
სხვადასხვა დროს სერბი ნახევარმცველი “გრონინგენში”, “შტუტგარტში”, “ჰამბურგსა” და ფრანკფურტის “აინტრახტში” თამაშობდა. საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში კოსტიჩს 64 მატჩი აქვს
ჩატარებული.
მოგეხსენებათ, აწ უკვე გასულ ზაფხულში “ფენერბაჰჩეს” მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა. მას შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდში 12 ახალი ფეხბურთელი მიიყვანა.