ევროპა ლიგის მეშვიდე ტურში “ლიონი” სტუმრად ჟოზე მოურინიოს “ფენერბაჰჩეს” დაუპირისპირდება. ფრანგული გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ზედიზედ მესამე მატჩში დააყენა სასტარტოში.
“ლიონი” 13 ქულით მეოთხე ადგილზეა, “ფენერბახჩე” კი 8 ქულით ოცდამეორეზე.
თამაში სტამბულში თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.