ჟოზე მოურინიოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შემდეგ შესაძლო სამსახურზე ისაუბრა. მისი თქმით, პორტუგალიელს დასაქმების პრობლემა არასდროს შექმნია, რადგან ის “განსაკუთრებულია”.
“ჟოზეს ტიტულები ყველაფერზე ლაპარაკობს. მოურინიო უფრო მეტია, ვიდრე მწვრთნელი – ის განსაკუთრებულია და ახალი გუნდის პოვნა არასდროს გასჭირვებია.
მას რამდენიმე თვის წინ საუდის არაბეთიდან ძალიან მომხიბვლელი წინადადება ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა, რადგან “რომაში” დარჩენა სურდა”, – ციტირებს მენდეშის სიტყვებს Record-ი.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოურინიო შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” დაინიშნოს.