მოულოდნელად გადაკვეთის წერტილის პოვნა არის უპრინციპობის სრული დემონსტრირება – სარჯველაძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე

შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას – მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დღეს სააკაშვილისთვის ის ხალხი აღმოჩნდა მისაღები, ვინც მანამდე რუსული საქმის მკეთებლად მიიჩნეოდა.
როგორც მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, ახლა, მოულოდნელად გადაკვეთის წერტილის პოვნა არის “უპრინციპობის სრული დემონსტრირება”:
“მოულოდნელად გადაკვეთის წერტილის პოვნა არის უპრინციპობის სრული დემონსტრირება. ყველას ახსოვს ის “საქებარი” სიტყვები, რომლითაც მოიხსენიებდა სააკაშვილი იმ დროს “ბნელ მხარეს” გადასულ ვაშაძეს. როდესაც სააკაშვილი საუბრობს 2007 წელს განვითარებულ მოვლენებზე, არ უნდა დაავიწყდეს, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც იმ დროს მხილებული იყო, ახლა ისევ სააკაშვილის გვერდშია აღმოჩენილი. დღეს მისთვის ის ხალხი მისაღები აღმოჩნდა, ვინც მანამდე რუსული საქმის მკეთებლად მიიჩნეოდა,” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“