პედაგოგები განათლების მინისტრის წინააღმდეგ – მასწავლებლები გიორგი ამილახვარს სიცრუეში ამხელენ და ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირების შესრულებას მოითხოვენ. დღეს განათლების სამინისტროს ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ და ვრცლად ისაუბრა მთავრობის გრანდიოზულ დაპირებაზე, თუმცა საბოლოო გაირკვა, რომ პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას არა სასწავლო წლის დასასრულს, არამედ მომდევნო წლიდან მიიღებენ და მომატებული თანხაც დაპირების შესაბამისი არ იქნება.