“მოტყუებით დაირეგისტრირეს 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის 3 მიწის ნაკვეთი” – 3 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.
გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული მიწის ნაკვეთები. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით”, – წერია გავცრელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ – ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები, ვერც ჯგუფურობა

შემოსავლების სამსახური – სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ – მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს შემოსავლების სამსახურს, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი საკითხის მოკვლევა დაიწყო