მოტოციკლებსა და მოპედებს დედაქალაქის BUSLane-ებში გადაადგილება შეეძლებათ

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც მოტოციკლებსა და მოპედებს BUSLane-ებში გადაადგილება შეეძლებათ. 19 ივლისს კენჭისყრაზე დოკუმენტის მიღებას 77 მხარდამჭერი ჰყავდა.
„თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მიანიჭოს მოტოციკლს ან/და მოპედს“, – წერია პარლამენტის გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში BUSLane-ების გაჩენის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გადაადგილების ხარისხი. საავტობუსო ზოლებში გადაადგილება შეუძლიათ თეთრი ფერის ტაქსებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ