მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება – სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას გადაყენება გადაწყვიტა და ეს დროის საკითხია.
ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ტურინული გუნდის ბოსებმა სანაკრებო პაუზა გამოიყენეს, მომავალზე და ამჟამინდელი დამრიგებლის შესაძლო შემცვლელზე დაფიქრდნენ.
ირკვევა, რომ “ვეკია სინიორას” 29 მარტს “ჯენოასთან” საშინაო შეხვედრაში კვლავ ტიაგო მოტა გაიყვანს, შემდეგ კი ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მისი დათხოვნის შესახებ გვაუწყებენ.
იტალიაში წერენ იმასაც, რომ “იუვენტუსი” 60 წლის ცნობილ სპეციალისტ რობერტო მანჩინის მოელაპარაკა. მას გუნდს სეზონის ბოლომდე ჩააბარებენ და თუ ოთხეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგაზე
გასვლა მოახერხა, სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებენ.
მანჩინი საკლუბო ფეხბურთს 2018 წლის შემდეგ უბრუნდება. ის ბოლოს ს ნაკრებს წვრთნიდან, საიდანაც 2024 წელს დაითხოვეს.