მოტას რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ – ცნობილია ვინ ჩაიბარებს “იუვენტუსს”

“იუვენტუსს” ტიაგო მოტა აღარ გაწვრთნის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ბიანკონერი” ახალგაზრდა იტალიელ სპეციალისტს რამდენიმე საათში გაათავისუფლებს.
რომანოს ცნობით, მოტას იგორ ტუდორი შეცვლის.
ხორვატი სპეციალისტი “ბებერ ქალბატონთან” 2.5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ტუდორი ბოლოს “ლაციოს” წვრთნიდა, სადაც 2.5 თვე იმუშავა და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო კლუბი დატოვა.
29 ტურის შემდეგ “იუვენტუსი” 52 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში