მოსწავლეთა 67%-მა საბაზისო დონის უნარები ვერც ერთ საგანში გადალახა | IDFI

მოსწავლეთა 67%-მა საბაზისო დონის უნარები ვერც ერთ საგანში გადალახა – ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) PISA-ს 2022 წლის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული ინდიკატორით 15 წლის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა იზომება. საქართველოდან შეფასებაში 267 სკოლის 6,583 მოსწავლე მონაწილეობდა.
დოკუმენტის თანახმად, მოსწავლეთა 65%-67%-მა ვერც ერთ საგანში გადალახა სირთულის მეორე დონე, ეს დონე კი საბაზისო დონის უნარებს შეესაბამება.

იხილეთ ასევე:
· PISA-ს კვლევით, წაკითხულის გააზრებაში საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა
· განათლების კრიზისი საქართველოში | PISA-ს კვლევის უმძიმესი შედეგები