მოსმენებთან დაკავშირებული სააგენტოს უფროსად ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა დამტკიცდა

სპეციალურმა კომისიამ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.
სწორედ აღნიშნული სააგენტო ახორციელებს ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას.
სპეციალურ კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
სუს-ის ცნობით, ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა სამ კანდიდატს შორის შეარჩია.
სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
· სუსი აკრიტიკებს -ის საელჩოს განცხადების გამო მოლებში სავარაუდო აფეთქების მუქარის შესახებ
· რუსთავში დავაკავეთ “ისლამური სახელმწიფოს” წევრი, ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე – სუს
· ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის ახალი მოადგილეები