მოსკოვში ფიზიკურად გაუსწორდნენ 87 წლის პენსიონერს, რომელმაც „ვაგნერელებს“ მკვლელები უწოდა

მოსკოვში, ავტობუსში, ორი მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა 87 წლის პენსიონერს, რომელმაც, მათი აზრით, „ვაგნერელებს“ მკვლელები უწოდა.
„ოვდ-ინფოს“ ცნობით, როცა ავტობუსმა ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის, – ვაგნერის დამაარსებლების, – მემორიალთან გაიარა, დმიტრი გრინჩიიმ „ვაგნერელებს“ მკვლელები უწოდა. შემდეგ, ორი კაცი მოხუცს თავს დაესხა და ძალით ჩასვა ტრანსპორტიდან.
„აბა, ჩადი! დედამოტ**ულო ფაშისტო!“, – უყვირა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა კაცს.
ავტობუსიდან ძალით ჩასმის შემდეგ, თავდამსხმელებმა პენსიონერი პოლიციას გადასცეს და მასზე საჩივარი დაწერეს, თუმცა პოლიციელებმა იგი გაუშვეს. ამავე დროს, პოლიციელებმა თავდამსხმელებიც დააკავეს.