მოსკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა – რუსული მედია

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვია. 60-მდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, ღამით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული პირენი შეიჭრნენ და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნეს. ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ასევე დაგაინტერესებთ