მოსკოვში, სროლის შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა – დაშავდა 145-ზე მეტი

მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა. Reuters-ის მიხედვით, დაიღუპა, სულ მცირე, 60 ადამიანი, 145 კი დაშავდა. მათ შორის არიან ბავშვებიც.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო.
ს საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.