მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს

მოსკოვში ს შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დედაქალაქის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით აღძრა (უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების თავიდან არიდება)“, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის მოქალაქემ, კანონის ის მუხლი დაარღვია, რომელიც მათ დასჯას ითვალისწინებს, ვინც „უცხოურ აგენტად“ არ დარეგისტრირდება და „რუსეთის ფედერაციის სამხედრო (და) სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში ინფორმაციის მიზანმიმართული შეგროვებით“ არის დაკავებული.
„ის რუსეთს, მათ შორის მოსკოვს, არაერთხელ ეწვია, სადაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან შეხვედრები გამართა“, – აღნიშნულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა