მოსკოვში რუსეთის უდიდეს ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა

მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, “სადოვოდის” ტანსაცმლის ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე სავაჭრო პავილიონს უკიდია, საუბარია მე-19 და მე-20 ზოლებზე. ხანძრის ფართობმა უკვე 350 კვადრატულ მეტრს მიაღწია.
შემთხვევის ადგილიდან 350 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცნობილია ორი დაღუპულის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი საქონლის გადარჩენას ცდილობდა.
„საქონელი იწვის მიმდებარე სამ დონიან კონტეინერებში. ხანძრის ჩაქრობას ართულებს მიუდგომელი და მკვრივი ნაგებობები“, – აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ხანძრის გავრცელების პრევენციის მიზნით მეხანძრეები ახდენენ ხანძრის სიახლოვეს მდებარე პავილიონების კონსტრუქციების დემონტაჟს.
ხანძარს მიენიჭა მეორე სირთულის სტატუსი ხუთიდან (მეხუთე ყველაზე რთულია). მის ჩაქრობაში 100-ზე მეტი ადამიანი და 45 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
სადოვოდის ბაზარი ყველაზე დიდია რუსეთში და მოიცავს 40 ჰექტარს. ადგილზე მდებარეობს 9 500 მაღაზია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა