მოსკოვში როსგვარდიის მეთაურის ყოფილი მოადგილე დააკავეს

მოსკოვში დააკავეს გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ სტრიგუნოვი, რომელიც 2023 წლამდე როსგვარდიის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ს საგამოძიებო კომიტეტის განცხადების თანახმად, სტრიგუნოვს ქრთამის აღება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

2014 წელს, გენერალი პასუხისმგებელი იყო ს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამშენებლო კომპანია რემსტროიტორგს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად კემეროვოს ოლქში სასწავლო ცენტრი უნდა აშენებულიყო. ობიექტი ექსპლუატაციაში ვერ შევიდა, რის გამოც, სახელმწიფოს 2 მილიარდი რუბლის ზარალი მიადგა.

გარდა ამისა, უწყების მტკიცებით, სტრიგუნოვმა კომერციული ორგანიზაციებისგან 66 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამი მიიღო.

სტრიგუნოვმა როსგვარდიის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობა 2020 წელს დაიკავა.