მოსკოვში მასშტაბური ხანძარია

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ორი ვერტმფრენი ჩართო მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში 30 მაისს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია სამრეწველო-სასაწყობე შენობას. კონკრეტულად რომელ ობიექტზეა ხანძარი და რამ გამოიწვია, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.
ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათისთვის ხანძრის ფართობი 4000მ² იყო. ჩამოინგრა შენობის სახურავი.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა, მათ შორის კა-32 და მი-26 ტიპის ვერტმფრენები.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას