აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ უკრაინის დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე თქმით ადამიანები, რომლებიც ბედნიერი იქნებიან, იმით თუ ამ დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას არ დაამტკიცებს კონგრესი, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში სხედან.
„უკრაინისთვის ეს აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ მიაღწიეს საოცარ პროგრესს გასული წლის განმავლობაში რუსული აგრესიის მოგერიებაში, დაიბრუნეს ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან მიიტაცეს. მაგრამ ახლა ისინი სასტიკ ბრძოლაში არიან სამხრეთ და აღმოსავლეთში. თუ პუტინი შეძლებს წინსვლას დაუსჯელად, ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება,“ – აღნიშნა ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში.