მოსკოვში თავდაცვის სამინისტროსთან მობილიზებულთა დედები და ცოლები დააკავეს

მოსკოვში პოლიციამ დააკავა მობილიზებულთა ცოლები და დედები, რომლებიც შაბათს, დღის მეორე ნახევარში თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციაზე შეიკრიბნენ. როგორც მოძრაობის “გზა შინისაკენ” ტელეგრამის არხი წერს, აქციის მონაწილეებს არ ეუბნებიან, თუ სად არიან დაკავებულები.
აქცია დაემთხვა რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების მეორე წლისთავს. შაბათს დღის მეორე ნახევარში მობილიზებულთა ცოლები და დედები მივიდნენ თავდაცვის სამინისტროს შენობასთან. ისინი მოითხოვდნენ შეხვედრას თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვთან, ასევე ნათესავთა დემობილიზაციას და მათ სახლში დაბრუნებას. აქციის მონაწილეები შენობაში ღამის გათევა გადაწყვიტეს, რადგან მათთან სამხედრო უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ გავიდა.
აქციაზე მივიდნენ პროსამთავრობო აქტივისტები და პროვოკატორები, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს დამსწრე საზოგადოებას. ASTRA-ს ცნობით, უცნობმა ადამიანებმა მობილიზებულთა ცოლებს მოუწოდეს “სახლში წასულიყვნენ და ელოცათ.” როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, სავარაუდოდ, ესენი იყვნენ პროსამთავრობო მოძრაობა “მოხალისე ასეულის” აქტივისტები.
პოლიციამ აქციის დაწყებამდე დააკავა გამოცემა
სოტა ვიჟენის“ (SOTAvision) ორი ჟურნალისტი, რომლებიც აქციის გაშუქებას აპირებდნენ. ისინი პოლიციის განყოფილებიდან გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლეს.
2022 წლის 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიაზევე ომის გასაგრძელებლად .
მობილიზაციის პერიოდში მნიშვნელოვნად გამკაცრდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბრძოლაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში.
ს პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რომელსაც მან ხელი უკვე მოაწერა, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა თითქმის 170 ათასი ჯარისკაცით გაიზრდება.
კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში სულ 2 209 130 შტატიანი თანამშრომელი, მათ შორის, 1 320 000 სამხედრო მოსამსახურე იქნება.
ახალი განკარგულება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან, 2023 წლის პირველი დეკემბრიდან.
პუტინმა ასევე დაავალა რუსეთის მთავრობას, თავდაცვის სამინისტროსთვის საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფა ფედერალური ბიუჯეტიდან უზრუნველყოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯარის რაოდენობის ზრდის მიზეზად ასახელებს მოქალაქეების სურვილს, ხელშეკრულებით იმსახურონ სამხედრო სამსახურში.
სამინისტრომ არმიის რაოდენობის ზრდა ახსნა „ქვეყნის მიმართ მომატებული საფრთხით, რომელიც, მათი თქმით, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციასა (ასე უწოდებენ რუსეთში ში სრულმასშტაბიან შეჭრას. რ.თ.) და ნატოს გაფართოებასთნ არის კავშირში“.
ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა, არმიაში ჯარისკაცების კრიტიკული დეფიციტის ფონზე. ამბობდნენ, რომ ჯარში 300 ათასამდე ადამიანი გაგზავნეს.
ნოემბრის ბოლოს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, უკრაინაში ომის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი, სავარაუდოდ, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში განიცადეს.
თუმცა ეს განცხადება ეფუძნებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებს. ბრიტანული დაზვერვა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ისინი ამ მონაცემს ბოლომდე ვერ ადასტურებდნენ.
რამდენი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ – უცნობია. აგვისტოში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაკარგა 120 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა 170-180 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.
წყარო: რადიო თავისუფლება