მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუსში“ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილია 60-ზე მეტი ადამიანი.
„სამწუხაროდ, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს“, — აცხადებენ კომიტეტში.
ს ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული 115 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ხუთი ბავშვია. 60 ზრდასრული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
22 მარტს, მოსკოვის რაიონში, Crocus City Hall-ში, სადაც „პიკნიკის“ კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან თავდამსხმელები ფოიეში და საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.