მოსკოვში ვლადიმირ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია გაიმართა

რუსეთის დედაქალაქში ვლადიმირ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია გაიმართა. პუტინმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ინაუგურაციის მთავარი ღონისძიება კრემლის სასახლეში მიმდინარეობდა. ფიცის დადებამდე კრემლის მთავარ მოედანზე სამხედრო მარში მოეწყო, მოგვიანებით კი პრეზიდენტი ს პატრიარქმა კირილმა დალოცა.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრება. ინაუგურაციას არ ესწრებიან -ის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის წარმომადგენლები.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა.