მოსკოვში დააკავეს უცხოეთში მცხოვრები უფლებადამცველის მამა

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია “მემორიალი” აცხადებს, რომ 12 მაისს მოსკოვში დაუკონკრეტებელი ბრალდებით დააკავეს ჯგუფის უცხოეთში მცხოვრები წევრის, კონსტანტინ კონოპლიანკოს მამა.
“მემორიალის” თანახმად, სერგეი კონოპლიანკო წაიყვანეს მოსკოვიდან ჩრდილოდასავლეთით, 180 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ტვერში.
“მემორიალი” მუშაობას აგრძელებს მიუხედავად რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა გაუქმებულიყო “მემორიალიც” და მისი მოკავშირე ორგანიზაციაც, “საერთაშორისო მემორიალი”.
თებერვლის ბოლოს “მემორიალის” თანათავმჯდომარეს, 70 წლის ოლეგ ორლოვს 30 თვით მიუსაჯეს პატიმრობა უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების “მრავალჯერ დისკრედიტაციის” ბრალდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ