მოსკოვში დააკავეს სტუდენტი, რომელმაც საკუთარ WIFI-ს „დიდება უკრაინას“ დააწერა

რუსეთში დააკავეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც საკუთარ WIFI-ს „დიდება უკრაინას“ (Slava Ukraini) დაარქვა.
როგორც BBC წერს, მოსკოვის სასამართლომ ახალგაზრდა „ექსტრემისტული ორგანიზაციის სიმბოლიკის გავრცელებაში“ დამნაშავედ ცნო და ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამოცემა წერს, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი პოლიციამ ოთხშაბათს დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულს ასევე ჩამოერთვა WIFI სიგნალის გადამცემი, ე.წ. როუტერი.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ცნობით, მხოლოდ გასულ წელს რუსეთში მოქმედი რეპრესიული კანონმდებლობა 21 000 ადამიანს შეეხო, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აპროტესტებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის მაჯიდ მუსავის განცხადებით, ქვეყნის რაკეტების მარაგი გაიზარდა და მისი ქვედანაყოფი თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა. „ჩვენი რაკეტების მარაგი გაიზარდა. გვარდიის საჰაერო კოსმოსური ძალები თავდაცვითი მზადყოფნის პიკზე არიან და მზად არიან ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – აღნიშნა მაჯიდ მუსავიმ.