მოსკოვში აშშ-ს ელჩმა ‘სოლოვეცკის ქვასთან’ ნავალნის ხსოვნას პატივი მიაგო

18 თებერვალს რუსეთში -ს ელჩი ლინ ტრეისი რუსი ოპოზიციონერის ს ხსოვნის მისაგებად იმპროვიზებულად შექმნილ მემორიალთან მივიდა.
ამერიკის საელჩოს თქმით, ისინი დღეს ნავალნისა და რუსეთში პოლიტიკური რეპრესიის სხვა მსხვერპლთა სიკვდილს გლოვობენ.
“ჩვენ ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ ალექსეი ნავალნის ოჯახის, კოლეგებისა და მხარდამჭერების მიმართ. მისი სიძლიერე იმედისმომცემი მაგალითია. მის ხსოვნას პატივს მივაგებთ”. – წერია საელჩოს განცხადებაში.
ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, რუსეთში 2 დღის განმავლობაში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედია ОВД ავრცელებს.
ყველაზე მეტი, 147 აქტივისტი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს. მეორე ადგილზე 49 დაკავებულით მოსკოვია.
დაკავებულთა ნაწილს 1-დან 6-დღემდე პატიმრობა მიესაჯა. აქტივისტების თქმით რამდენიმე დაკავებულს პოლიციამ სცემა.
რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ს სხვადასხვა ქალაქებში აქტივისტებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან შეკრება დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ