მოსკოვში ალექსეი ნავალნის ემშვიდობებიან – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხსოვნას ასობით ადამიანმა პატივი ტაშით და შეძახილებით მიაგო

მოსკოვში, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მოქალაქეები გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ს ემშვიდობებიან.
ტაძართან მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. გარდაცვლილ პოლიტიკოსს ასობით ადამიანი ტაშით და შეძახილებით „ნავალნი!“ დახვდა.
ნავალნის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ.
დაკრძალვის ცერემონიას ესწრებიან უცხოელი დიპლომატებიც, მათ შორის საფრანგეთის ელჩი რუსეთში პიერ ლევი და -ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისი.
ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.
ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.