მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსი სამხედრო დაშავდა

მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსი სამხედრო დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
მოსკოვში, სინიავინსკაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გაჩერებულ ავტომობილში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მონაწილე ანდრეი ტორგაშევი და მისი მეუღლე ჩასხდნენ.
ორივე მათგანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემთხვევა ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლების მიხედვით აღიძრა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება

სოფო ჯაფარიძე – მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში – ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ