მოსკოვს სურს, აშშ-ს საკუთარი გარიგება შესთავაზოს იშვიათ მიწათა წიაღისეულის სფეროში

მოსკოვი განიხილავს -სთან იშვიათ მიწათა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამის თაობაზე განაცხადა ს პირდაპირი ინვესტიციების ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა.
„რუსეთს მოეპოვება იშვიათ მიწათა მარაგები, რომლებიც მრავალჯერ აღემატება უკრაინისას და ისინი ბევრად უფრო ეკონომიურია მათი მოპოვების თვალსაზრისით. ჩვენ ღია ვართ იმის მიმართ, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა ინვესტიციები ჩადონ ამ საბადოებში, არის სხვადასხვა ტექნოლოგია, რომელთა გამოყენება აუცილებელია ამ საბადოების ასათვისებლად,“ მოჰყავს დმიტრიევის სიტყვები „ინტერფაქსს“.
ადრე თეთრმა სახლმა და კიევმა გამოაცხადეს, რომ დაგეგმილია ერთობლივი ამერიკულ-უკრაინული საინვესტიციო ფონდის შექმნა იშვიათ მიწათა ლითონებისა და თანამედროვე მრეწველობისთვის აუცილებელი სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში.
აშშ-ის პრეზიდენტი ამ შეთანხმებას განიხილავს კომპენსაციად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.
ვარაუდობდნენ, რომ შესაბამის შეთანხმებას აშშ და ხელს მოაწერდნენ 28 თებერვალს, როცა ვაშინგტონში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი . მაგრამ მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შელაპარაკება მოხდა, ერთი მხრივ, ზელენსკისა და, მეორე მხრივ, ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, ხელის მოწერა ჩაიშალა.
მოგვიანებით მხარეებმა მაინც მოახერხეს ამ საკითხში საერთო ენის გამონახვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის