მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილზე გადატანას მოითხოვს, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადეს.
ინალ არძინბას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჟენევა სულ უფრო ნაკლებად აძლევს თანაბარ შესაძლებლობებს მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს.
ინალ არძინბას თქმით, საუბარია ბელარუსის დედაქალაქ მინსკზე, ან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოზე.