მოსკოვს აშშ-ის პროუკრაინული პოზიციას აშფოთებს – Washington Post

Washington Post-ის ინფორმაციით, მოსკოვი შეშფოთებულია, რომ კიევთან რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, -ის ახალი ადმინისტრაცია უფრო პროუკრაინულ პოზიციას დაიკავებს, ვიდრე ადრე.
გამოცემა წერს, რომ პირველ თვეებში ს პოლიტიკა უფრო ს ინტერესების დაცვას ჰგავდა, თუმცა, ბოლო დროს, ვაშინგტონის განცხადებების ტონი შესამჩნევად შეიცვალა და სა და შეერთებულ შტატებს შორის რესურსების შესახებ შეთანხმებამ მოსკოვში განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია.
Washington Post-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსმა დეპუტატებმა საჯაროდ დაიწყეს შეთანხმების აქტიური კრიტიკა და მას “უკრაინის კოლონიზაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად” მოიხსენიებენ, რუსეთის მთავრობის რიგებში შფოთვა იზრდება: აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობების დათბობამ, შესაძლოა, კრემლისთვის ხელსაყრელი სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა დახუროს.
“ეს შეთანხმება რუსეთის მდგომარეობას აუარესებს. ტრამპსა და ზელენსკის შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოფხვრილია”, – განაცხადა კრემლთან დაახლოებულმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სერგეი მარკოვმა.
როგორც WP აღნიშნავს, ამ მომენტამდე, როგორც ჩანს, რუსეთი უპირატესობას ფლობდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში – განსაკუთრებით ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში გამართული მწვავე დაპირისპირების შემდეგ. ახლა რუსეთის ელიტა შეშფოთებულია გაჭიანურებული ომის პერსპექტივით, რუსეთში ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების ფონზე.
წყარო: mtavari.tv