მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში აფეთქებები იყო

შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო მოსკოვში და მოსკოვის ოლქში. აფეთქებების შესახებ სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები იუწყებოდნენ. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებდა. დროებით დაკეტეს დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.
სობიანინის ტელეგრამ არხზე 27 ოქტომბერს, ღამის პირველიდან ოთხი საათის ჩათვლით გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა „ჩამოაგდეს“, ან „მოიგერიეს“ საერთო ჯამში, 30-ზე მეტი დრონი, რომლებიც „მოსკოვისკენ მიფრინავდნენ“. ყველა ამ შეტყობინებას თან ახლდა სტანდარტული ტექსტი, რომ „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურების სპეციალისტები“. კონკრეტული ადგილები სობიანინს არ დაუსახელებია.
ტელეგრამ-არხის, ASTRA-ს ცნობით, მოსკოვში აფეთქებების შემდეგ კვამლი იყო დაბა კომუნარკას ტყის მასივში. ეს დაბა უშუალოდ მოსკოვის შემადგენლობაშია და ს დედაქალაქის წრიულ საავტომობილო გზასთან მდებარეობს.
მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვში ხანძარი იყო ნავთობის ბაზაზე. ქალაქის ადმინისტრაციას ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.
26 ოქტომბერს ს ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. დაიღუპა 3 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.
ფორუმი