მოსკოვმა სლოვენიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა ლიუბლიანის ასეთივე ნაბიჯის საპასუხოდ

რუსეთმა სლოვენიელ დიპლომატს დაატოვებინა ქვეყანა, რაც ლიუბლიანის მიერ რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხო ნაბიჯია. 12 აპრილის განცხადების თანახმად, ს საგარეო საქმეთა სამინისტროში სლოვენიის ელჩს, დარია ბავდაჟ-კურეტს უთხრეს, რომ რუსეთსა და სლოვენიას შორის „ორმხრივი ურთიერთობების განადგურებისთვის“ პასუხისმგებლობა მის ქვეყანას ეკისრება.
„ჩვენ მივიჩნევთ ამას ღიად არამეგობრულ ნაბიჯად ლიუბლიანის ზოგადი კურსის კონტექსტში რუსეთ-სლოვენიური კავშირების განადგურებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სლოვენიამ 21 მარტს გააძევა რუსი დიპლომატი “დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო.”

ასევე დაგაინტერესებთ