მოსკოვმა „კულტურის გაუქმების“ მცდელობად გამოაცხადა იტალიაში გერგიევის კონცერტის გაუქმება

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი დირიჟორის, ვალერი გერგიევის იტალიაში დაგეგმილი კონცერტის გაუქმების შემდეგ, მოსკოვში განაცხადეს, რომ გმობენ „კულტურის გაუქმების“ მსგავს „დისკრიმინაციულ მცდელობებს“.
მედიისთვის ამ შინაარსის კომენტარი დღეს, 23 ივლისს გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას სახელით.
დღესვე ზახაროვამ იტალიაში გერგიევის კონცერტის გაუქმებაზე საუბრისას პროპაგანდისტულ რადიო „სპუტნიკს“ განუცხადა, რომ ამ ფაქტმა „გაახსენა ბიბლია“, სადაც წერია, რომ „ღორებს მარგალიტს ნუ დაუყრი“. ზახაროვამ გერგიევი მოიხსენია „გენიოსად“, რომელსაც „ღვთისგან ბოძებული ნიჭი აქვს“ და „მისი ყურება და მოსმენა ბედნიერებაა“.
პეტერბურგის მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და გენერალური დირექტორის, დირიჟორ ვალერი გერგიევის, მარიას თეატრის სოლისტების და იტალიის ქალაქ სალერნოს ვერდის სახელობის ორკესტრის გამოსვლა 27 ივლისს იყო დაგეგმილი იტალიის ქალაქ ნეაპოლის მახლობლად, კაზერტაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე.
ამ ფაქტის გამო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში გამოწვეული პროტესტის შედეგად, 21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კონცერტი გაუქმებულია.
ვალერი გერგიევი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის აქტიური მომხრეა და არჩევნებში მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
2014 წელს გერგიევმა მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას, 2022 წელს კი უარი თქვა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაგმობაზე.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გერგიევმა კონცერტი ჩაატარა ოკუპირებულ ცხინვალში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)