მოსკოვმა კიევზე სარაკეტო ტერორი განაახლა – უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით საოკუპაციო ძალამ 10 რაკეტა გაუშვა, აქედან ნაწილი ბალისტიკური იყო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიზანში ისევ უკრაინის დედაქალაქი ამოიღეს. ამჯერად თავდასხმა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ კიევში კრემლის იერიშების შედეგად 53 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმა იყო ოდესაზეც, ს არმიის მიერ საპორტო ქალაქის დაბომბვის დროს 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
უკრაინის უდიდეს ქალაქებზე რუსეთის მასიური შეტევა პრეზიდენტ ს შტატებში ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობდა. სწორედ ეს თავდასხმები აღმოჩნდა დამატებით კიდევ ერთი არგუმენტი, რომ უკრაინის პრეზიდენტს ამერიკა დახმარების აუცილებლობაში დაერწმუნებინა .

ზელენსკი თეთრ სახლში სათადარიგო შესასვლელიდან შეიყვანეს, რაც მსოფლიო მედიისთვის განხილვის საგანი გახდა. არ შეეგება ამერიკელი კოლეგა, რომელიც როგორც წესი, სტუმრებს შესასვლელთან თავად ხვდება. ბაიდენი უკრაინელ კოლეგას ოვალურ კაბინეტში ელოდა.

უკვე მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე კი შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა. ახალ სამხედრო დახმარებას შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მიიღებს.

დაითანხმა ბაიდენი და სენატის უმრავლესობის ლიდერი, თუმცა, რესპუბლიკელ სენატორებთან იგივე წარმატებას ვერ მიაღწია. ვერც ზელენსკიმ და ვერც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისინი ვერ დაარწმუნა, რომ სთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირონ.

რესპუბლიკელი სენატორების უარი მხოლოდ ამერიკაში რუსეთის ელჩმა მოიწონა. ანატოლი ანტონოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის -ში ვიზიტი ფუჭ მოგზაურობად შეაფასა, შეერთებული შტატები კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო გააკრიტიკა.

შტატებიდან 200 მილიონი დოლარის დახმარების დაპირების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიაში გადაინაცვლა. ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო დახმარების მიღების მიზნით ახლა შეხვედრებს ოსლოში მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო