„მოსკოვმა დრო გამონახა საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოსაქცევად“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის ფრანგი წევრი, ნატალი ლუაზო ამბობს, რომ მოსკოვმა დრო გამონახა და საქართველო თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია.
„ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში ვერ გამონახეს დრო საქართველოზე სასაუბროდ. მოსკოვმა, თავის მხრივ, დრო გამონახა საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოსაქცევად. არ ვსწავლობთ“, – წერს იგი.
ლუაზომ უპასუხა ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის პოსტს, რომლის თქმითაც ევროპელ ლიდერთა საუბარი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით დროის არქონის გამო გადაიდო.