“მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა” – ლილუაშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს. მან თქვა, რომ 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ ს მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა.
ყურადღება გაამახვილა ბიჭვინთის აგარაკების სთვის გადაცემაზე და ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვრო ძალების ბაზის განთავსების გეგმაზე.
“განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ოკუპირებულ ში არსებული ე.წ. სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის ფაქტზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული პროცესი დაიწყო 2022 წელს, რასაც თავდაპირველად ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. თუმცა 2023 წლის ბოლოს გადაცემის პროცესს ოპოზიციის ლიდერების დიდმა ნაწილმაც კი, სამწუხაროდ მხარი დაუჭირა. ე.წ. ოპოზიციის რა თქმა უნდა. ჩვენი შეფასებით, ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით, მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისი ნების ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი არის უშედეგო.
“ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო გასული წლის 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შექმნის შესახებ ინფორმაცია. ცხადია, აღნიშნული პორტის აშენების შემთხვევაში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად აუცილებლად გამოიყენებდა. ჩვენი შეფასებით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება და მათი მომსახურება, ნაკლებად სავარაუდოა”, – თქვა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში ოჩამჩირის პორტში და მის მიმდებარედ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“