მოსკოვმა და კიევმა განაცხადეს, რომ ორმხრივი საჰაერო თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში

ბოლო 10 დღის განმავლობაში, ს რეგიონები, ბელგოროდი და კურსკი, რომლებიც უშუალოდ უკრაინის საზღვრის პირას მდებარეობს, ინტენსიური თავდასხმების სამიზნე გახდა.
კიევმა იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი მოწყობილობებითა და რაკეტებით, ხოლო პროუკრაინულმა შეიარაღებული რაზმებმა იერიში სცადეს რუსეთის ტერიტორიაზე. ახალი თავდასხმების შედეგად, სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ბელგოროდში 20 მარტს, განაცხადა გუბერნატორმა.
ში, რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად, უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება რეგიონული პროკურატურა.
ოლეჰ სინეგუბოვმა, ხარკოვის გუბერნატორმა, ადრე განაცხადა, რომ კიდევ შვიდი ადამიანი დაიჭრა, ხოლო პოლიციის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
“ქალაქს დაარტყა X-59 ტიპის რაკეტამ. მიმდინარეობს სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები”, განაცხადა ხარკოვის რეგიონულმა პროკურატურამ.
ხარკოვი, უკრაინის მეორე უდიდესი ქალაქი, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და თავდასხმების მზარდი რიცხვის მსხვერპლია ბოლო თვეების განმავლობაში, მაშინ, როცა მოსკოვის შეჭრა უკვე მესამე წელია გრძელდება.
ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, სერჰი ბოლვინოვმა, ხარკოვში სასიკვდილო თავდასხმების შესახებ განაცხადა, რომ რვასართულიან შენობასა და ქარხანას ადგილობრივი დროით, დაახლოებით 13:00 საათზე დაარტყეს.
“სამწუხაროდ, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს”, – დასძინა მან. უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურმა გამოაქვეყნა სურათები, რომლებზეც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე სულ მცირე, ხუთი სახანძრო მანქანა მუშაობს, ხოლო შენობის ბოლო სართულს ცეცხლი უკიდია.
გუბერნატორის ცნობით, საზღვრის უშუალოდ მოპირდაპირე მხარეს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, 20 მარტს, მრავალრიცხოვანი თავდასხმების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
“ადრე დილიდან, გრაივორონის რაიონში მასიური თავდასხმები განხორციელდა, მათ შორის, მრავალჯერადი ცეცხლის სისტემების გამოყენებით”, განაცხადა გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ში. იქ ორი ადამიანი დაიღუპა რეგიონის დედაქალაქში, რომელსაც ასევე ბელგოროდი ეწოდება. დაბომბვისას, ნამსხვრევები მოხვდა მანქანას, რასაც მასში მყოფი პირი ემსხვერპლა, თქვა გლადკოვმა. ზოგიერთი სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადავა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მან ბრძანება გასცა 9000 ბავშვის ევაკუაციის შესახებ უკრაინის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარე რაიონებიდან, დასძინა მან.
რეგიონში ხშირი იყო დაბომბვები და დრონებით თავდასხმები მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის თებერვალში, მაგრამ თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა ამ თვის დასაწყისში, რუსეთში საპრეზიდენტო ს წინ.
ქვეყნის სამხრეთში, რუსეთის მხრიდან დაბომბვების შედეგად, ოთხშაბათს, ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ხერსონის გარეთ, განაცხადა გუბერნატორმა.

ასევე დაგაინტერესებთ