მოსკოვი ჰამასის ლიდერის მკვლელობას მიუღებელს უწოდებს

მოსკოვში მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობა უწოდეს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიას მკვლელობას.
„ეს ყველაფერი კარგი არ არის. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობა და ეს დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“, — განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვმა.
რუსეთმა გაეროში დაგმო გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმა ისრაელზე. ამავდროულად, განაცხადა, რომ არ შეიძლება თვალის დახუჭვა ღაზის სექტორში საცხოვრებელი უბნების დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყოველთვის მხარს უჭერდა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას და მოუწოდებდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ. ჰანიამ განაცხადა, რომ სურს, მომავალში რუსეთი ღაზას სექტორის უსაფრთხოების გარანტორად იხილოს.
წუხელ ირანში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს, რომელიც ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა. ჰანია თეირანის ჩრდილოეთში, ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში რჩებოდა, სადაც სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. ჰამასი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

შალვა პაპუაშვილი – უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად